„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ კომენტარი გააკეთა ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ და მან ხაზი გუნდის ხასიათს გაუსვა.
„0:2-ის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ რთული იქნებოდა, განსაკუთრებით ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ. თუმცა, ასეთია ჩვენი გუნდის ბუნება - არასდროს ვნებდებით. შემდეგ გოლი გავიტანეთ და საკუთარ თავს ვუთხარით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდით. როგორც კი გავათანაბრეთ ანგარიში, ვიგრძენით, რომ ანგარიში ჩვენი იყო.
ეს წარმოუდგენელია. კლუბისთვის კიდევ ერთი ევროპული თასის მოგება უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს შესანიშნავია. ვამაყობ, რომ სეზონი წარმატებით დავიწყეთ და ეს ბრწყინვალე თასი მოვიგეთ.
ჩემპიონთა ლიგის ყოველი მატჩის შემდეგ, მერვედფინალიდან დაწყებული, ვგრძნობდი, რომ შეგვეძლო რაღაც განსაკუთრებულის მიღწევა. ჩვენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გამოვთიშეთ. როგორც კი „ლივერპულს“ ვაჯობეთ, მივხვდით, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. 2025 წელს, ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვიყავით.
შევალიეს დებიუტი? შესანიშნავია. ეს ოცნების დასაწყისია. პირველი ოფიციალური მატჩი პსჟ-სთვის, პირველი ტიტული. პენალტების სერია, რომელშიც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მიხარია მისთვის. აქ, პსჟ-ში, ის ბევრ ტიტულს მოიგებს“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს, „ნანტთან“ გამართავს, რომელსაც ლიგა 1-ის პირველ ტურში დაუპირისპირდება.









