მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კლუბის ისტორიაში პირველი უეფას სუპერთასის მოგება მიულოცა. ტიტულისთვის მატჩში პარიზელებმა ინგლისური „ტოტენჰემ ჰოთსფური“ დაამარცხეს (2:2, 4:3 პენალტებით).
„ვულოცავთ „პარი სენ-ჟერმენს“ და მათ ყველა გულშემატკივარს ევროპის სუპერთასის დამსახურებულ ტიტულს“, - წერს მადრიდული გუნდის პრესსამსახური.
პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მადრიდის „რეალში“ ფეხბურთელად 1991 წლიდან 1996 წლამდე თამაშობდა. ევროპის სუპერთასზე გამარჯვება ესპანელის სამწვრთნელო კარიერაში მეორე იყო. მან პირველად ეს ტიტული „ბარსელონასთან“ ერთად 2015 წელს თბილისში მოიგო.









