“მილანის” მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ევროთასებზე მილანის “ინტერს” გულშემატკივრობს. იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მას “ინტერის” ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
“ეს მართალია, ”მილანი” ამ სეზონში ევროთასებზე ვერ ასპარეზობს და საერთაშორისო არენაზე მილანის “ინტერის” ფანი ვარ, რომელიც ჩვენი ქალაქელია. მილანელი ვარ და ყოველთვის მაქვს კარგი ურთიერთობა “ინტერის” ხელმძღვანელობასთან.” – განაცხადა ბერლუსკონიმ.