ფეხბურთი

17:06 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

პსვ ეინდჰოვენიდან „პარმადან“ 26 წლის რუმინელი გარემარბი დენის მანი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ნიდერლანდურმა კლუბმა იტალიელებს 9 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დენის მანი „პარმაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 142 მატჩში 28 გოლი გაიტანა. მანამდე ის „არადის“ და „სტიაუას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165017