ფეხბურთი

16:30 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონი" გრილიშის ტრანსფერზე მუშაობს

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ჯეკ გრილიში დიდი ალბათობით, კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, გრილიშმა მწვანე შუქი აუნთო „ევერტონში“ გადასვლის შესაძლებლობას და ახლა კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ევერტონისთვის“ ჯეკი პრიორიტეტული სამიზნეა და მუშაობას აგრძელებს. „ევერტონი“ და „სიტი“ იჯარის პირობებს განიხილავენ, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 157 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მანამდე „ასტონ ვილას“ და „ნოთს ქაუნთის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092333