„ლივერპულის“ თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი კარიერას „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველა დეტალზე სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.
ნუნიესი „ლივერპულს“ 53 მილიონი ევროსა და პლუს ბონუსების სანაცვლოდ დატოვებს. „ალ-ჰილალის“ მწვრთნელის, სიმონე ინძაგის მოთხოვნა იყო ურუგვაელის დამატება და ფეხბურთელიც დათანხმდა არაბეთში გადასვლას.
დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 143 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბენფიკას“, „ალმერიასა“ და „პენიაროლის“ ღირსებას იცავდა.





