„მილანმა“ ბელგიური "ბრიუგედან" შვეიცარიელი ნახევარმცველი არდონ იაშარი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
იაშარი იტალიურ კლუბს 39 მილიონ ევროდ შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელს „მილანში“ გადასვლა სურდა და კლუბში ვარჯიშზეც უარს აცხადებდა, მან რამდენიმე კლუბსაც უარი უთხრა, რადგან იტალიურ გუნდში თამაში უნდოდა. არდონმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა, 30-ნომრიანი მაისური მოირგო და სეზონში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს.
არდონ იაშარმა „ბრიუგეში“ გასულ სეზონში 47 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „ლუცერნის“ მაისურით თამაშობდა, სადაც 101 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა. შვეიცარიის ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს ჩატარებული.






