მილანის „ინტერი“ ბერგამოს „ატალანტადან“ ადემოლა ლუკმენის შეძენაზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით, მიზანს ვერ აღწევს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, მილანელებმა „ატალანტას“ 40 მილიონი ევრო და ბონუსად 5 მილიონიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ბერგამოელები ნიგერიელ შემტევში უფრო მეტს ითხოვენ.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში „ინტერი“ გაუმჯობესებულ შეთავაზებას კიდევ გააკეთებს.
ადემოლა ლუკმენი „ატალანტაში“ 2022 წლიდან თამაშობს და 117 მატჩში 52 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ლაიფციგის“, „ფულჰემის“, „ლესტერის“, „ევერტონისა“ და „ჩალტონის“ წევრი იყო.






