იტალიურმა "რომამ" "ფლამენგოდან" მარჯვენა მცველი ვესლი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფეხბურთელი იტალიურ გუნდს 25 მილიონ ევროდ შეუერთდა, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება, ხოლო კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
21 წლის ფეხბურთელი „ფლამენგოში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 133 მატჩში 3 გოლი გაიტანა.





