ფეხბურთი

12:46 | 28.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ დიასის წასვლის შემდეგ ისაკის ტრანსფერს განახორციელებს

„ლივერპული“ ემზადება „ნიუკასლ იუნაიტედის“ თავდამსხმელ ალექსანდერ ისაკისთვის რეკორდული შეთავაზების გასაკეთებლად უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც დადასტურდა მერსისაიდელების კოლუმბიელი გარემარბის ლუის დიასის „ბაიერნში“ გაყიდვს ამბავი. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

ინსაიდერის ცნობით, „ლივერპული“ მზადაა დიასის გაყიდვიდან 65 მილიონი გირვანქის (დაახლოებით 74.1 მილიონი ევრო) რეინვესტირება მოახდინოს ისაკის შესაძენად. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელები შვედ თავდამსხმელს თავიანთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევენ.

როგორც ამბობენ, ისაკმა უკვე უარყო საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ შეთავაზება და გამოთქვა „ლივერპულში“ გადასვლის სურვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169329