ლონდონის „არსენალმა“ „ვალენსიადან“ ცენტრალური მცველი კრისტიან მოსკერა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მოსკერამ „მეთოფეებში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროს და ბონუსებს შეადგენს. მან 3-ნომრიანი მაისური მოირგო.
21 წლის კრისტიან მოსკერა „ვალენსიას“ აღზრდილია, რომლის რიგებში დღემდე 90 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების გამოცდილება აქვს.





