ფეხბურთი

23:30 | 23.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" "აინტრახტიდან" შემტევი 94 მილიონად შეიძინა

„ლივერპულმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ უგო ეკიტიკეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 23 წლის ფრანგმა ფორვარდმა კონტრაქტი გააფორმა. „აინტრახტს“ ინგლისურმა კლუბმა 94 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელს 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

უგო ეკიტიკე „აინტრახტში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 64 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“, „ველიესა“ და „რეიმსში“ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091508