"ნიუკასლი" "აინტრახტის" 23 წლის თავდამსხმელით უგო ეკიტიკეს დამატებით დაინტერესდა და მზადაა მის სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა BILD- ავრცელებს. მათი თქმით, ინგლისელები ფრანგ ფეხბურთელს ალექსანდერ ისაკის შემცვლელად განიხილავენ, რადგან დიდია შანსი შვედი თავდამსხმელი "ლივერპულში" გადავიდეს. წყაროს მტკიცებით "კაჭკაჭებმა" მოლაპარაკებები ტრანსფერზე უკვე დაიწყეს და ყველაფრის დასრულება რაც შეიძლება მალე სურთ.
უგო ეკიტიკე "აინტრახტის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მან გასულ სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა და არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა. ფრანგმა ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონში 48 მატჩში თავი 22 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.






