„ნაპოლი“ „გალათასარაის“ შეთავაზებებზე ჯერჯერობით უარს ამბობს. ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
ბოლო ცნობებით, „ნაპოლიმ“ არ მიიღო თურქების შეთავაზება, რომლიც 70 მილიონის ეტაპობრივად გადახდა იყო. ნეაპოლელთა მოთხოვნა 75 მილიონია. თუმცა, „გალათასარაიმ“ შეთავაზება გაზარდა, სწორედ 75 მილიონამდე, მაგრამ დაუყოვნებლივ მხოლოდ 40 მილიონის გადახდას სთავაზობს, დანარჩენი 35 მილიონის ეტაპობრივად და საბანკო გარანტიებიც წარუდგინა „აძურის“.
„ნაპოლის“ პასუხი ბოლო შეთავაზებაზე ჯერჯერობით უცნობია, სწორედ იტალიელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელთა გეგმებში ნიგერიელი ფორვარდი აღარ შედის.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარით გაატარა „გალათასარაიში“, რომლის მაისურით 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა. „ნაპოლიში“ ნიგერიელი 2020-2024 წლებში თამაშობდა, ხოლო 2023 წელს სკუდეტო და 26 გოლით სერია A-ს ბომბარდირის ტიტულის მოიგო. ოსიმენს „გალათასარაიში“ გადასვლა სურს და თურქულ კლუბთან შეთანხმება მიღწეული აქვს.






