ფლორენციის „ფიორენტინამ“ ედინ ჯეკო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ვეტერანი ბოსნიელი იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც „ფენერბაჰჩე“ დატოვა. ჯეკომ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ხელფასი 1.8 მილიონი ევრო იქნება.
39 წლის ედინ ჯეკოს იტალიაში თამაშის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს, 2015-2023 წლებში „რომას“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა, ბოლო ორი სეზონი კი, „ფენერბაჰჩეში“ გაატარა, სადაც 99 შეხვედრაში 46 გოლი გაიტანა.






