საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 19:19.
ლადო კილასონიას გუნდი ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მიუხედავად იმისა, რომ მე-14 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს სამი ლელოც დაუდო, რომლებიც ხახუბიას, სპანდერაშვილისა და შიოშვილის აქტივშია.
აღსანიშნავია შიოშვილის ლელო, რომელმაც მე-80 წუთზე დადო ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, ორი გარდასახვა თაყაიშვილმა გაიტანა და საქართველო 19:12 დააწინაურა! თითქოს, ეს გამარჯვებას ნიშნავდა, მატჩის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, მაგრამ იტალიამ მაინც მოახერხა დარჩენილ დროში გათანაბრება, ტოდარომ ლელოც გაიტანა და გარდასახვაც.
საქართველომ ჯგუფში 4 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა ტურნირზე ასპარეზობას გააგრძელებს და მთლიანობაში მეცხრე ადგილის დაკავებისთვის იბრძოლებს.









