ფეხბურთი

18:16 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვი და გოჩოლეიშვილი "შახტარის" ევროპა ლიგის განაცხადში

დონეცკის „შახტარმა“ ევროპა ლიგის განაცხადში ქართველი ფეხბურთელები, ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი შეიყვანა.

ორივე პრესეზონზე უკრაინულ გუნდთან ერთად ემზადება და ახალი მწვრთნელის, არდა თურანის განკარგულებაშია. გასულ სეზონში აზაროვს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, ხოლო გოჩოლეიშვილი დანიურ „კოპენჰაგენში“ იყო განათხოვრებული. სწორედ ამიტომ, „შახტარიდან“ მათი წასვლა შესაძლებელია, მაგრამ მწვრთნელის ცვლილებამ შესაძლოა, სიტუაცია შეცვალოს.

ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, გიორგიც და ირაკლიც არდას განკარგულებაში არიან და თურქმა სპეციალისტმა ისინი ევროპა ლიგის განაცხადშიც შეიყვანა.

„შახტარი“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-17 ივლისს, ფინურ „ილვესს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174927
სარეკლამო ადგილი - 99
X x X