სხვა

15:55 | 5.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი დაბრუნება UFC-ში? ტრამპის გადაწყვეტილებამ ჯონ ჯონსი და კონორ მაკგრეგორი დააფიქრა

რამდენიმე კვირის წინ UFC-ს სამყარო ჯონ ჯონსის კარიერის დასრულებამ შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ყველაფერი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა UFC-ს ღონისძიების თეთრ სახლში ჩატარება დააანონსა, ჯონსიც დაბრუნებას გეგმავს.

„ჩხუბი თეთრ სახლში? ორი კვირის წინ სატესტო აუზს დავუბრუნდი. გადავწყვიტეთ, ყველა ვარიანტი ღია დაგვეტოვებინა“, - დაწერა ჯომმა სოციალურ ქსელში.

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კი პირველი ლეგენდარული კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა. ირლანდიელი მებრძოლი დაბრუნებას დიდი ხანია გეგმმავს და შესაძლოა ოქტაგონზე ის კიდევ ვიხილოთ.

ამასობაში, ტომ ასპინალი, რომელიც ჯონსის სავარაუდო მომავალი მეტოქეა, ისევ განაგრძობს ტიტულის ბრძოლისთვის მზადებას, ხოლო ფანები და UFC‑ს ხელმძღვანელობა დიდი ხანია ამ კონკრეტულ ბრძოლას ელოდებიან.

თეთრ სახლში გრანდიოზული ღონისძიება 2026 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126735
სარეკლამო ადგილი - 99
X x X