"ლიონის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით იტალიური "რომა" სერიოზულადაა დაინტერესებული და როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება იტალიელებმა "ლიონს" პირველი შეთავაზება გაუგზავნა.
წყაროს ცნობით, "ჯალაროსის" ხელმძღვანელობამ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონი დაემატება. ჯერ ჯერობით ფრანგების პოზიცია უცნობია, თუმცა "ლიონს" მიქაუტაძის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონის აღება სურს. იტალიური გამოცემის თქმით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა ყველაფერი უმოკლეს დროში გადაწყდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და „ლიონი“ გიორგის დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებს.