კალათბურთი

12:06 | 4.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი "ტორონტო რეპტორსში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ტორონტო რეპტორსში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად კანადურმა კლუბმა დაადასტურა.

მამუკელაშვილმა ახალ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ჯამურად ხელფასის სახით 5.5 მილიონ დოლარს მიიღებს. ქართველი კალათბურთელი ახალ კლუბში თავისი საყვარელი 54-ე ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, მამუკელაშვილი ბოლოს "სან ანტონიოში" თამაშობდა, იქამდე კი "მილოუკი ბაქსის" ღირსებას იცავდა. ქართველი კალათბურთელი NBA-ში 2021 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16369