12 ოქტომბერს, ჯ.ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემიაში, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის „ოქროს ლიგის“ გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.
კორპორატიული გათამაშების დაწყება, ტრადიციული გახსნის ცერემონიით აღინიშნა, სადაც მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართეს, ჩემპიონატის გენერალური პარტნიორის, ვი თი ბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ და ღონისძიების სპონსორის, „სკეჩერსის“ მარკეტინგის მენეჯერმა, პაატა ბაკურაძემ.
თავად მატჩები, საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველები ერთმანეთის პირისპირ, ლუდსახარშ „ნატახტარისა“ და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის“ გუნდები წარსდგნენ. მატჩი უაღრესად მაღალ ტემპში წარიმართა და დარბაზში შეკრებილმა გულშემატკივარმაც კარგი ფეხბურთი იხილა, რომელიც საბოლოოდ ჭიათურელთა გამარჯვებით, 2-5 დასრულდა. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, „ნატახტარის“ კაპიტნის, გიორგი სეფერთელაძის გატანილი ულამაზესი გოლი. მომდევნო დაპირისპირება, ჩემპიონატის დებიუტანტებს, „ევროპაბეთსა“ და „ბორჯომს“შორის შედგა, სადაც გამარჯვება „ბუკმეიკერებს“ ხვდათ წილად, 4-1.უაღრესად დაძაბული გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა „საქართველოს ბანკსა“ და „ვი თი ბი ბანკს“ შორის. „საბანკო დერბიში“ გამარჯვებულის ვინაობა მატჩის ბოლო წამზე გაირკვა: ლაშა ჯოხაძემ, მცველისა და მეკარის შეცდომით ისარგებლა და „საქართველოს ბანკს“ სადებიუტო გამარჯვება მოუტანა - 3-2. ჩემპიონატში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა „პრივატბანკის“ გუნდმა, რომელმაც არც თუ იოლი მეტოქე, „ერისთავი და პარტნიორების“ კორპორატიულ გუნდს, 4-2 სძლია. ტური, კიდევ ერთი დებიუტანტის წარმატებული ასპარეზობით დასრულდა - „ბათუმის წყალმა“ ლიგის მოქმედი თასის მფლობელი, დანაშაულის პრევენციის ცენტრის (CFCP) გუნდი დაამარცხა 2-1
12.10.2014. ოქროს ლიგა. I ტური.
ნატახტარი – GM ჭიათურა 2-5
გოლები: 25წთ, დევიძე, 28წთ, სეფერთელაძე - 9წთ, შეყილაძე, 11წთ, გოგბერაშვილი, 29წთ, კირკიტაძე, 32 წთ, გოგბერაშვილი, 33წთ, ქურდაძე
ევროპაბეთი - ბორჯომი 4-1
გოლები:18წთ, მიქაია, 19წთ, ღვინიაშვილი, 25წთ, ღვინიაშვილი, 38 წთ, ლუკავა - 11წთ, მხეიძე
საქართველოს ბანკი - ვი თი ბი ბანკი 3-2
გოლები:20წთ, ჯოხაძე, 32წთ, სარიშვილი, 40წთ, ჯოხაძე - 15წთ, აბეჩხრიშვილი, 29წთ, ნ.მაჭავარიანი
ერისთავი და პარტნიორები - პრივატ ბანკი 2-4
გოლები:34წთ, კუჭავა, 38წთ, ჯინჭველაშვილი - 11წთ, 24წთ, ფირანიშვილი, 33წთ, დოჭვირი, 36წთ, ფირანიშვილი
დანაშაულის პრევენციის ცენტრი (CFCP) - ბათუმის წყალი 1-2
გოლები:14წთ, ჩივაძე - 19წთ, მუხაშვრია, 29წთ, დავითაძე
ახალი სეზონიდან, ჩემპიონატის ყველა ტურში გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე.
„ოქროს ლიგაში“ გამორჩეულ ფეხბურთელებს ამერიკული ფეხსაცმლის ბრენდი „სკეჩერსი“ დააჯილდოვებს.პირველ ტურში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების „სამართლიანი თამაშის“ (Fair Play)პრინციპების პატივისცემის გამო, საუკეთესოდ „საქართველოს ბანკის“ მცველი, გიორგი კასრაძე დასახელდა, რომელიც „სკეჩერსის“ სპორტული ფეხსაცმლით დაჯილდოვდება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სათამაშო დღე 19 ოქტომბერს გაიმართება. ამჯერად სტარტს „ვერცხლის ლიგა“ აიღებს.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი „ჯომა“.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, თაფლი „მეფუტკრე“ და ყვავილების მაღაზია „flowers.ge”.
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
ჩემპიონატის პრესსამსახური