ფეხბურთი

20:55 | 1.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" "ბრაიტონის" ფეხბურთელს 60 მილიონად დაიმატებს

ლონდონის „ჩელსი“ „ბრაიტონის“ თავდამსხმელ ჟოაო პედროს დაიმატებს. ტრანსფერის ყველა დეტალზე კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ „არისტოკრატები“ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო ფეხბურთელთან კონტრაქტს 2032 წლის ზაფხულამდე, კიდევ ერთი წლოთ განახლების ვარიანტით გააფორმებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფორვარდის დამატება „ნიუკასლსაც“ სურდა, რომელმაც „ბრაიტონს“ 55 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ამ შეთავაზებაზე „თოლიებმა“ უარი თქვეს და „ჩელსის“ უფრო ძვირად მოურიგდნენ.

ჟოაო პედრო „ფლუმინენსესა“ და „უოტფორდში“ თამაშობდა, ხოლო 2023 წლიდან „ბრაიტონის“ წევრია, რომლის მაიისურით 70 მატჩში 30 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში მას ჯერჯერობით, სამი უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1156