ფეხბურთი

13:24 | 29.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის რეკორდსმენი მუკოკო „კოპენჰაგენს“ შეუერთდა

დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელი იუსუფა მუკოკო „კოპენჰაგენს“ შეუერთდა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით „ნიცაში“ გაატარა, სადაც ლიგა 1-ის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფრანგულმა კლუბმა გადაწყვიტა, არ გაეაქტიურებინა ფეხბურთელის 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ოფცია.

მუკოკო ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე გამოჩნდა. მას დებიუტი „ჰერტას“ წინააღმდეგ 2020 წლის 21 ნოემბერს, 16 წლისა და 1 დღის ასაკში ჰქონდა.

„კოპენჰაგენი“ გასულ სეზონში ჩვენ გიორგი გოჩოლეიშვილთან ერთად დანიის ჩემპიონიც გახდა და ქვეყნის თასიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097242