გრაცის „შტურმმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგურ მატჩში „გლეისდორფი“ 6:0 გაანადგურა.
ამ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა, რომელმაც 27-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა.
„შტურმი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 ივლისს, სლოვენიურ „მურასთან“ გამართავს, ხოლო სეზონს 25 ივლისს, ავსტრიის თასზე „ბიშოფშოფენთან“ მატჩით გახსნის. ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში კი, 1 აგვისტოს, „ლასკს“ ესტუმრება.