სხვა

10:55 | 24.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქრო და 2 ვერცხლი - ქართველი პარა ძალოსნების წარმატებული მსოფლიო თასი

პარა ძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ დააფიქსირა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. სამი მისვლის ჯამში კი ჯინჭარაძეს 689 კგ დაუგროვდა და მეორე ოქროს მედალი აიღო.

ამავე ტურნირზე გიორგი ლაცაბიძემ, ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენმა ძალოსანმა +107 კილოგრამში 217 კგ დაძლია და ვერცხლის პრიზიორი გახდა. მან სამი მისვლის ჯამში 647 კილოგრამით მეორე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090956