ფეხბურთი

19:10 | 23.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მეშვიდე გოლის გასატანად ბოლომდე ვიბრძოდით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ალ აინთან“ მატჩის (6:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეშვიდე გოლის გატანა ძალიან სურდათ და ბოლომდე ცდილობდნენ:

„მეშვიდე გოლის გასატანად ბოლომდე ვიბრძოდით. საქმე მხოლოდ გოლებში არ არის, არამედ მკაფიო სიგნალის გაგზავნაში. ახლა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი იქნება. როდრის შეუძლია ნახევარი საათის თამაში, მაგრამ ის გვაკლია, თავის პოზიციაზე საუკეთესოა, მაგრამ ჯერ არის საუკეთესო კონდიციაში, ამაზე ვმუშაობთ.

ეჩევერიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ნამდვილად ნიჭიერია, იცის, როგორ იმოძრაოს ვიწრო სივრცეებში. სამწუხაროა, რომ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. აიტ-ნურიმ კარგად ითამაშა დაცვასა და ნახევარდაცვაში, სწრაფად აზროვნებს და დებიუტისთვის ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ და „იუვენტუსმა“ უკვე მოიპოვეს მერვედფინალის საგზური, ხოლო პირველი ადგილისთვის ისინი ბოლო ტურში 26 ივნისს, ერთმანეთს შეხვდებიან. პირველი ადგილი კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა გუნდებმა თავიდან აირიდონ. „იუვენტუსს“ „სიტისთან“ ფრეც აწყობს, რომ ჯგუფში პირველი პოზიცია დაიკავოს, შესაბამისად, გვარდიოლას გუნდს მხოლოდ გამარჯვება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093932