ფეხბურთი

15:02 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი: "ბევრი შეთავაზება მაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ შვებულებაზე ვფიქრობ"

ვიქტორ ოსიმენმა განაცხადა, რომ ბევრი კლუბისგან აქვს შეთავაზება, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან შვებულების მშვიდად გატარებაზე ფიქრობს:

„სეზონის დასრულების შემდეგ ჭორები ნორმალურია. ბევრი კლუბისგან მაქვს შეთავაზება, მაგრამ ახლა შვებულებაზე ვარ კონცენტრირებულები, მინდა, რომ დავისვენო და გავერთო“, - თქვა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარით „გალათასარაიში“ გაატარა. მისი უფლებები „ნაპოლის“ ეკუთვნის, მაგრამ ნიგერიელი ფეხბურთელის შენარჩუნებას იტალიური კლუბი არ აპირებს.

ოსიმენს ყველაზე ხშირად ტურინის „იუვენტუსს“ და „ალ-ჰილალს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095346