უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე საასპარეზო დღე მიმდინარეობს, სადაც თავისი შეხვედრა უკვე ჩაატარა 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილმა.
ქართველი პირველივე წრეში ჩინელ ჟინგ ტანგთან უშანსოდ დამარცხდა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.
ცნობისთვის დღეს საქართველოს სახელით კიდევ ორი ძიუდოისტი იასპარეზებს, საქმეში სამ გზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ერთვება, 81 კგ წონით კატეგორიაში ტატოს გარდა კიდევ ერთი ქართველი, ზაურ დვალაშვილი იასპარეზებს.









