ფეხბურთი

14:11 | 13.10.2014 | ნანახია 910 - ჯერ

კოშტამ სევდა გაიქარწყლა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ “ფურია როხას” რიგებში პირველი გოლი გაიტანა. ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ლუქსემბურგთან სტუმრად მოგებულ მატჩში (4:0) თავი 69-ე წუთზე გამოიჩინა.

შეხვედრის შემდეგ კოშტამ განაცხადა, რომ ნაკრებში წარუმატებელი თამაშის გამო წუხდა.

“ვწუხდი იმ ფაქტით, რომ გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ახლა ნავსი გავტეხე და ბედნიერი ვარ. გოლის გასატანად მხოლოდ ბურთზე ფეხის მირტყმა მჭირდებოდა და გავიტანე კიდეც. მინდა მადლიერება გამოვხატო მთავარი მწვრთნელის მიმართ. ყოველ თამაშში იგი შანსს მაძლევდა.” – განაცხადა კოშტამ.

დიეგო კოშტასთვის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ლუქსემბურგთან ჩატარებული მატჩი რიგით მეშვიდე გახლდათ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:58 | 13.10.2014
NGoLo KaNte (36472)

არწახვიდე ძმაო ნაკრებში და მხოლო ჩელსისთვის გაიტანე )

14:44 | 13.10.2014
Madrileño (26972)

ნაკრებში უჭირს... სანაკრებო დონე ეპლისავით დაბალი დონე კი არაა

14:33 | 13.10.2014
silva (3725)

ნეტა ესეთი მშრალი თამაშები ჩელისიშიც ქონდეს)))))

14:17 | 13.10.2014
BEERTRANCE (97819)

ლუქსემბურგთან ბიძია შეიძლება მეც გამივარდეს DDDDDDDDD

0.131394