ფეხბურთი

12:47 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებში არსებული ვითარების გამო სპალეტიმ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა შეაჩეროს

„რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად ჟურნალისტმა სტეფანო იმპალომენიმ ისაუბრა ლუჩანო სპალეტის დეპრესიულ მდგომარეობაზე, რომელმაც წინა დღეებში დატოვა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. სპეციალისტმა შესაძლოა მისი კარიერა შეაჩეროს.

„მეუბნებიან, რომ სპალეტი სრულიად გამოფიტულია და მწვრთნელობა აღარ სურს. ბოლო საათებში მან შეთავაზება მიიღო „ფიორენტინადან“, მაგრამ უარი თქვა. „იუვენტუსი“ მისით გარკვეული დროის წინ დაინტერესდა, მაგრამ სპალეტისთვის იტალიის ნაკრებში არსებული სიტუაცია სერიოზული დარტყმა იყო“, - ციტირებს იმპალომენის სიტყვებს Tuttomercatoweb.

66 წლის სპალეტი იტალიის ნაკრებში 2023 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მან ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ ნორვეგიასთან გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169304
სარეკლამო ადგილი - 99
X x X