ფეხბურთი

11:09 | 10.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუმ ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა

ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ეროვნული ნაკრების ბომბარდირებს შორის მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, მან მორიგი გოლი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 რაუნდში უელსის წინააღმდეგ (4:3) გაიტანა.

ლუკაკუმ ბურთი 89-ე წუთზე შაგდო პენალტიდან. მას ახლა ბელგიის ნაკრებში 89 გოლი მოუგროვდა. ეს მას ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე აყენებს, მალაიზიელ მოხტარ დაჰარისთან ერთად.

ეროვნული ნაკრებების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 138 გოლი გაიტანა.

მსოფლიოს ეროვნული ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირები:

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 138 გოლი 221 მატჩში;

ლიონელ მესი (არგენტინა) - 112 გოლი 192 მატჩში;

ალი დაეი (ირანი) - 108 გოლი 148 მატჩში;

სუნილ ჩჰეტრი (ინდოეთი) - 95 გოლი 154 მატჩში;

რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - 89 გოლი 124 მატჩში.

მოხტარ დაჰარი (მალაიზა) – 89 გოლი 142 მატჩში;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178408
სარეკლამო ადგილი - 99
X x X