ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი ევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. ხორვატიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ამის შესახებ პორტალი R10 Score წერს.
სტატისტიკური პორტალის თანახმად, მოდრიჩმა გოლი 39 წლის და 9 თვის ასაკში გაიტანა. აქამდე რეკორდი ბოსნიელ თავდამსხმელს ედინ ჯეკოს ეკუთვნოდა. ფეხბურთელმა სან-მარინოს წინააღმდეგ გოლი 39 წლის, 2 თვის და 12 დღის ასაკში გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები შემდეგ მატჩს 5 სექტემბერს ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართავს. ჩეხეთის ნაკრები ასევე 5 სექტემბერს მონტენეგროს ნაკრებს შეხვდება.