ფეხბურთი

23:40 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენმა შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ პროექტის ცენტრში აღარაა და შესაძლოა, ზაფხულში გუნდი დატოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს. 33 წლის გერმანელმა გასულ სეზონში მძიმე ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გარდა იმისა, რომ ჰანსი ფლიკი უპირატესობას ვოიცეხ შჩესნის ანიჭებს, „ბარსა“ ახლოსაა, „ესპანიოლიდან“ კიდევ ერთი მეკარის დამატებასთან, რაც გერმანელის გუნდში დარჩენას ართულებს.

ვეტერანი მეკარით ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს და არაა გამორიცხული, კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 422 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171115
სარეკლამო ადგილი - 99
X x X