ფეხბურთი

23:00 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მეკარეს ეძებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი მეკარის დამატებას აპირებს. როგორც ჩანს, ინგლისურ კლუბში ანდრე ონანას თამაშით უკმაყოფილონი არიან, რის გამოც კლუბმა კამერუნელის შემცვლელის ძებნა დაიწყო.

ჯერჯერობით, „მანჩესტერს“ ორი მეკარე დაუკავშირეს: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელსაც „ბარსელონაში“ ძირითად შემადგენლობაში თამაში გარანტირებული აღარ აქვს და ვინაიდან, მომდევნო სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის წინა სეზონია, შესაძლოა, კლუბის შეცვლაზე იფიქროს.

მეორე ვარიანტი „ლილის“ მეკარე ლუკა შევალიე გახლავთ, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ახალგაზრდა კარის დარაჯს ფრანგული კლუბი 70 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, „მანჩესტერისთვის“ ფინანსური რესურსები პრობლემა არაა.

ანდრე ონანა „მანჩესტერმა“ „ინტერიდან“ 2023 წელს 55 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ კამერუნელმა მეკარემ არაერთი შეცდომა დაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158526