44 წლის პორტუგალიელმა მწვრთნელმა რიკარდო კოშტამ "გორის დილა" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა და კოშტას წასვლის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.
"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ რიკარდო კოშტამ ოჯახური მიზეზების გამო ჩვენი კლუბი დატოვა. ამჟამად ჩვენი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, რაც ბატონი რიკარდოს დიდი დამსახურებაა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბატონ რიკარდოს მისი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და იმ თავდადებული შრომისთვის, რომელიც მან და მისმა გუნდმა ჩვენი გუნდისთვის გაწია. ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს მას მომავალ კარიერაში." -ნათქვამია "გორის დილას" ოფიციალურ განცხადებაში.
რიკარდო კოშტამ უკვე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ "ფეირენშესთან". ეს ინფორმაცია პორტუგალიურმა კლუბმა დაადასტურა.
შეგახსენეთ, რომ კოშტამ "გორის დილა" 2024 წელს ჩაიბარა და პირველივე წელს გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა, ახლა კი პირველი წრის დასრულების შემდეგ გორელები მეორე ადგილზე არიან.