სხვა

13:05 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯო როგანი: "არ ვიცი, არსებობს თუ არა რაიმე გეგმა, რომელიც მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ იმუშავებს"

UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან მერაბის მომდევნო ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა კორი სენდჰეგენთან გამართოს.

"მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე შესაძლოა სენდჰეგენი იყოს, ის ჭკვიანი ბიჭია, რომელიც აუცილებლად შეიმუშავებს გეგმას, მაგრამ არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე გეგმა, რომელიც "მანქანის" წინააღმდეგ იმუშავებს. მერაბი ყოველთვის ამბობს, რომ მისი კარდიო დაურალავი შრომის შედეგია, თუმცა ვფიქრობ ეს უბრალოდ ნიჭია." - განაცხადა ჯო როგანმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი წარმატებით მეორედ დაიცვა. შონ ო'მალთან ბრძოლის შემდეგ ქართველმა განაცხადა, რომ შემდეგი კორი სენდჰეგენი უნდა იყოს, რადგან ამ მომენტისთვის ყველაზე მეტადმას სწორედ ის იმსახურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168578