ვეტერანი რუსი ჩოგბურთელი გოგონა, ტატიანა გოლოვინა, იმ გამონაკლის უცხოეთში მცხოვრებ რუს ჩოგბურთელთა შორის აღმოჩნდა, ვინც ჟურნალ ”ფლეიბოის” თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობაზე უარი სტკიცა. ალბათ ხვდებით, რომ ტატიანას უარი მისი კდემამოსილებით არ იყო განპირობებული.
ტატიანა გოლოვინას აქამდე არაერთხელ გაუხდია ფოტოკამერების წინ და მისთვის აზღუდის საჯაროდ შემოძარცვა ისეთივე უბრალო რამაა, როგორც მაგალითად, დილით რიაზანული ბლინების მირთმევა. საქმე იმაშია, რომ ტატიანას ”ფლეიბიოს” ფინანსური შეთავაზება არ მოეწონა. ალბათ იცით, რომ ჟურნალი ”ფლეიბოი” მსუბუქი ეროტიკის ჟანრის პატივისმცემელია და ამ ჟურნალის დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის კონცეფციის მიხედვით, ბოლომდე გაშიშვლებული და ყველაფრის ”ალალად” გამომჩენი ქალი, ნაკლებად საინტერესოა. ამ დროს კი, ტატიანა გოლოვინამ, შარშან ერთ-ერთი სექს-ჟურნალისათვის ისეთი ფოტოები გადაიღო, მათ დანახვაზე ავადსახსენებელ ჯალალ-ედ-დინსაც კი ვნება აღეძვრებოდა.