ფეხბურთი

9:30 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის ბომბარდირები: მიქაუტაძეს მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა აჯობა

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი დასრულდა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი შვედეთის ნაკრების ფორვარდი ვიქტორ გიოკერეში გახდა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა.

მესამე ადგილზე გავიდა გიორგი მიქაუტაძე! საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-აუტში 7 გოლი გაიტანა. ის ტურნირზე გოლებით მხოლოდ გიოკერეშსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩა, ხოლო ადგილი ერლინგ ჰოლანდთან ერთად გაიყო. მიქაუტაძის ეს შედეგი რა თქმა უნდა, შესანიშნავია. მოგეხსენებათ, მან შარშან ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის ჯილდო მოიპოვა.

ერთა ლიგის ბომბარდითა ხუთეული ასეთია:

1. ვიქტორ გიოკერეში (შვედეთი) – 9 გოლი
2. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 8
3-4. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია) – 7
3-4. გიორგი მიქაუტაძე (საქართველო) – 7
5. რაზვან მარინი (რუმინეთი) – 6

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები გახდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ჯერ კიდევ მარტში, მოახერხა B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168148
სარეკლამო ადგილი - 99
X x X