ფეხბურთი

3:48 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "კონკურენცია და ბევრი ფეხბურთელი გვჭირდება"
"გაგნიძემ და გულიაშვილმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კაბო-ვერდესთან მატჩის (1:1) ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია, რადგან შეკითხვებზე პასუხები მიიღო.

„რთული თამაში იყო და სწორედ ასეთ მატჩს ველოდით. კაბო-ვერდე კარგი გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს ლიდერობს. უკვე წლებია ჰყავთ კარგი მოთამაშეები და ეს არ არის სიახლე. სწორედ ამიტომ, დღეს უფრო რთული იყო, ვიდრე ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში.

თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთში ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ, რის შემდეგაც გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა. თამაშმა გვაჩვენა, რომ ფეხბურთი ყოველთვის რთულია. თუ არ ხარ კონცენტრირებული და არ იცავ დისციპლინას, ამას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები. თუმცა, მოგვიანებით თამაში უკეთესი გახდა.

ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი სხვა ფეხბურთელისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა იყო. კმაყოფილები ვართ, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს კითხვებზე. მაგალითად, გულიაშვილმა და გაგნიძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ამ ორ შეხვედრაში. კმაყოფილი ვარ მათი თამაშით და თუ შრომას გააგრძელებენ, შეუძლიათ მალე შეუერთდნენ გუნდს. გვჭირდება კონკურენცია და ბევრი ფეხბურთელი, რადგან მხოლოდ 11 მოთამაშით ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწევთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183202
სარეკლამო ადგილი - 99
X x X