ფეხბურთი

1:45 | 9.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ ერთა ლიგა მეორედ მოიგო

პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებულია. მიუნხენში გამართულ ფინალში რობერტო მარტინესის გუნდმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.

ფინალი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ესპანეთი ორჯერ იგებდა, მაგრამ პორტუგალიამ არაფერი დაუთმო. ანგარიში მარტინ ზუბიმენდიმ გახსნა, რასაც მალევე ძალიან ეფექტური გოლით ნუნუ მენდეშმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ესპანელი მიკელ ოიარსაბალმა მეორედ დააწინაურა.

თუმცა, მეორე ტაიმში პორტუგალიამ კვლავ გაათანაბრა. გოლი რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, ნაკრებში 138-ე!

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა, არც ძირითადში და არც დამატებითში. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ერთადერთი შეცდომა ალვარო მორატამ დაუშვა, რომელსაც მეკარემ აჯობა.

პორტუგალიამ ისტორიაში მეორედ მოიგო ერთა ლიგა და პირველია, ვინც ეს შეძლო.

პორტუგალია - ესპანეთი 2:2 პენ: 5:3 (1:2)

გოლები: 0:1 ზუბიმენდი (21), 1:1 მენდეში (26), 1:2 ოიარსაბალი (45), 2:2 რონალდუ (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17499