საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა კაბო-ვერდესთან მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მეტოქე ტექნიკურად და ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ფარერები. ხიზანიშვილი მომავალში 4-მცველია ტაქტიკით თამაშს არ გამორიცხავს.
„დიდი ხანია, გვინდოდა და ვფიქრობდით ოთხმცველიან ტაქტიკაზე, თუმცა ოფიციალურ მატჩებში ამის გაკეთება არ გვსურდა. მომავალში ალბათ, გადავალთ ოთხ მცველზე, ასე თამაშის რესურსი გვაქვს.
ორი განსხვავებული მეტოქე გვყავდა, კაბო-ვერდე უფრო ტექნიკური გუნდია, ვიდრე ფარერები, ასევე ფიზიკურადაც უფრო ძლიერია. კონტრშეტევაზე თამაში ჩვენი გეგმა არ იყო, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე მოგვიწია“, - თქვა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.