ჩოგბურთი

23:19 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ფინალი როლან გაროსზე: ალკარასმა სინერთან საოცარი თამაში მოიგო

კარლოს ალკარასმა როლან გაროსზე ტიტული დაიცვა და ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა.

ფინალი საოცარი გამოდგა, დრამატული, ეპიკური, დაუვიწყარი. 5 საათი და 32 წუთი - ეს დრო მოანდომეს ჩოგბურთელებმა გამარჯვებულის გარკვევას და როლან გაროსის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფინალის შემოქმედნი გახდნენ.

სინერმა კარგად დაიწყო, ზედიზედ ორი სეტი მოიგო და 2:0 დაწინაურდა. თუმცა, ალკარასი არ დანებდა, იბრძოლა, რამაც შედეგი გამოიღო. თამაშის საკვანძო მომენტი მეოთხე სეტში იყო, როცა 5:3-ზე გეიმს სინერი 40:0-ს იგებდა და სამი საჩემპიონო პიონტი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა! ალკარასმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, მერე ტაიბრეიკზე სულაც სეტი მოიგო და თამაში მეხუთე სეტში გადაიყვანა.

გადამწყვეტ სეტში ესპანელი დაეუფლა უპირატესობას, უვკე 5:3-ს იგებდა, მაგრამ სინერმა მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და მეხუთე სეტიც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკვე ალკარასი დომინანტი იყო და გათამაშებაში 10:2 გაიმარჯვა.

შედეგად, კარლოს ალკარასმა ისტორიული ფინალი მოიგო, 0:2-დან, ჩემპიონის სამმაგარი პოინტის დაცვით და მეორედ გახდა როლან გაროსის ჩემპიონი. კარლოსს ასევე მოგებული აქვს ორჯერ უიმბლდონი და ერთხელ ამერიკის ღია პირველობა.

კარლოს ალკარასი - იანიკ სინერი 3:2 (4:6, 6:7, 6:4, 7:6, 7:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176201