ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
ბასილაშვილი კვალიფიკაციის მეორე წრეში ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორთს შეხვდა, რომელთანაც ორსაათიან შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში, 1:2 დამარცხდა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო (7:4), ხოლო მეორე საიტი თავად დათმო ტაიბრეიკზე (5:7), არადა, ორჯერ ჰქონდა მატჩ-პოინტი, თუმცა თამაში გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა. უკვე მესამე სეტში ავსტრალიელი ფლობდა უპირატესობას, რომელმაც 6:3 მოიგო და საბოლოოდ, ბასილაშვილი 7:6, 6:7, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილმა 10 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 18 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.