ფეხბურთი

12:18 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ მიმდინარე ზაფხულს პირველი ტრანსფერი დაადასტურა: იტალიურმა გუნდმა ლუის ენრიკე დაიმატა.

„მარსელის“ ფეხბურთელმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. „მარსელს“ „ინტერმა“ 23 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონიც დაემატება.

23 წლის ფეხბურთელმა „მარსელში“ 2020 წლიდან 108 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის სამშობლოში, „ბოტაფოგოში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09366