კალათბურთი

1:06 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ბრწყინვალე თამაში და ორმაგი დუბლი: "ვირტუსი" სერია A-ს ფინალშია

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ს ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა მილანში, „ოლიმპია მილანოს“ აჯობეს და სერიაც თავის სასარგებლოდ დაასრულეს.

პირველი პერიოდი მასპინძლებმა 10 ქულით მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ „ვირტუსმა“ აჯობა მეტოქეს და საბოლოოდ, 84:78 გაიმარჯვა.

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო: ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 11-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ორმაგი დუბლი შეასრულა.

შედეგიანობით ის მხოლოდ „მილანოს“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.

„ვირტუსმა“ სერია 3:1 მოიგო და ფინალშია, სადაც „ბრეშას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17815