ფეხბურთი

1:09 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყველაფერი ნულიდან უნდა ააშენოს, ეს არის მთავარი გამოწვევა“

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან (4:5) წაგების შემდეგ ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობაზე ჟურნალისტებს მოსაზრებები გაუზიარა.

„როდესაც ნახევარფინალში ხუთ გოლს უშვებ, მოგების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მხოლოდ დიდი თავდაჯერებულობითაა შესაძლებელი. ჩვენ ვცდილობთ, ეს თავდაჯერებულობა შეტევაში განვავითაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაცვაშიც ძალიან საიმედოები უნდა ვიყოთ.

ეს ახალი გუნდია, ბევრ მოთამაშეს ჯერ 30 მატჩიც კი არ ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში. ყველაფერი ნულიდან უნდა ავაშენოთ. ამ გუნდმა სახელი უნდა დაიმკვიდროს. მას არ შეუძლია წინა თაობების რეპუტაციით იცხოვროს. ეს არის მთავარი გამოწვევა. თუმცა, ყველა ბიჭი ნიჭიერია და ჩვენ ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, - ციტირებს მბაპეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101292