როლან გაროსის ნახევარფინალში იანიკ სინერმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ადვილად დაამარცხა და ფინალში გავიდა.
იტალიელმა ლეგენდარულ სერბს სამ სეტში, 6:4, 7:5, 7:6 სძლია. ბრძოლა სამივე სეტში იყო, მაგრამ მთლიანობაში სინერის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და ფინალში დამსახურებულად გავიდა.
მეორე ნახევარფინალში ესპანელმა კარლოს ალკარასმა იტალიელ ლორენცო მუზეტის აჯობა. ალკარასი სეტებში 2:1-ს იგებდა (4:6, 7:6, 6:0), ხოლო მეხუთე სეტში, როცა კარლოსს ორი გეიმი ჰქონდა მოგებული, ტრავმის გამო მუზეტიმ თამაში შეწყვიტა.
როლან გაროსის ფინალში 8 ივნისს, სინერი და ალკარასი შეხვდებიან.