"რომას" მთავარ მწვრთნელად ჯან პიერო გასპერინი დაინიშნა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გასპერინისა და რომაულ კლუბს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, წელიწადში კი, მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება.
„ატალანტას“ გამოცდილი სპეციალისტი 2016 წლიდან ედგა სათავეში და ბერგამოელთა ისტორიაში საუკეთესო პერიოდის შემოქმედია. „ატალანტა“ მან ხუთჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც საუკეთესო შედეგი 2020 წელს აჩვენა (მეოთხედფინალი), სამჯერ იტალიის თასის ფინალში ათამაშა გუნდი (ორჯერ „იუვენტუსთან“ და ერთხელ „ლაციოსთან“ მარცხი), ხოლო შარშან ევროპა ლიგა მოაგებინა.