სხვა

17:24 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საჩემპიონო წონა ჩაბარებულია! მერაბ დვალიშვილი ქამრის დასაცავად მზადაა (+VIDEO)

UFC 316-ის ღონისძიების გამართვამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება, რომელიც 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) გაიმართება. ღონისძიების მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის რემატჩი იქნება, სადაც ქართველი "მანქანა" საჩემპიონო ქამრის დაცვას უკვე მეორედ შეეცდება.

ორთაბრძოლამდე, მერაბ დვალიშვილმა და შონ ო'მალმა საჩემპიონო წონა უპრობლემოდ ჩააბარეს. მერაბის შემთხვევაში სასწორმა დაახლოებით 60.7 კგ აჩვენა, ხოლო ო'მალი მერაბზე 0.45 კგ-თი მძიმე აღმოჩნდა.

როგორც მერაბს არაერთ ინტერვიუში უთქვამს, მისთვის ბრძოლის დროს ყველაზე რთული წონის კლეებაა, რაც ქართველმა "მანქანამ" უპრობლემოდ შეასრულა და საჩემპიონო ქამრის დასაცავად მზად არის.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა, შემდეგ კი იყო უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ამა წლის 19 იანვარს დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167202