ჩემპიონთა ლიგის სტუდიაში ბოლო წლებია ისეთი თვალისმომჭრელი სილამაზის ასული ზის ხოლმე, რომ ფეხბურთთან მწყრალად მყოფი მამრნიც კი ელოდებიან იმ ჟამს, როდესაც ცნობილი საჩემპიონთალიგო ჰიმნი გაისმება და ცისფერ ეკრანზე ალბანელი ლამაზმანი, სახელად ევა მურატი გამოჩნდება.
ევა მურატი 30 წლის ალბანელი მსახიობი და ტელეწამყვანია. მან კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო და ალბანურ შოუბიზნესში რეკლამებითა და სამოდელო საქმიანობით გახდა ცნობილი.
მურატიმ თავისი პირველი სატელევიზიო გადაცემა „ანტილოპე“ 2013 წელს წაიყვანა, შემდეგ კი ადი კრასტა დუარტროკიჯესთან ერთად იყო თანაწამყვანი. ორივე გადაცემა „აგონ არხზე“ გადიოდა. 2016 წელს კი „ვიჟენ პლუსში“ გადავიდა.
ამჟამად მშვენიერი ევა „ტრინგ სპორტზე“ სტუდია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და სპორტის კვირეულის წამყვანია. სამსახიობო კარიერას რაც შეეხება, მურატის კინოდებიუტი 2013 წელს შედგა ფილმში „უკანონოდ“. შემდეგ მან 2017 წელს ითამაშა ფილმში „Ti mund të më quash Xhon“. 2016 წელს ასევე მონაწილეობა მიიღო სერიალში „სკანდაბერგი“.